გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ირაკლი ღარიბაშვილი ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე: ქვეყანაში 2012 წლიდან სრული თავისუფლება და დემოკრატიაა, ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის, მათ შორის პროტესტის გამოხატვის თავისუფლება

23-05-2021

ქვეყანაში 2012 წლიდან მოყოლებული არის სრული თავისუფლება და დემოკრატია, ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის, პროტესტის გამოხატვის თავისუფლება, აქციების მეშვეობით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, აბსოლუტურად ნორმალურია ის, რაც ხდება.

"ქვეყანაში 2012 წლიდან მოყოლებული არის სრული თავისუფლება და დემოკრატია. რეალური, ჭეშმარიტი დემოკრატია. ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის, პროტესტის გამოხატვის თავისუფლება, აქციების მეშვეობით. აქედან გამომდინარე, ჩემთვის არის აბსოლუტურად ნორმალურია ის, რაც ხდება, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.