გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე 5 პირი პასუხისგებაში მისცეს

24-05-2021

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე 5 პირი პასუხისგებაში მისცეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ყალბი მიღება-ჩაბარების აქტებისა და საკადასტრო აზომვითი ნახაზების გამოყენებით, იმერეთის რეგიონში მოტყუებით დაირეგისტრირეს სახელმწიფოს კუთვნილი 11 მიწის ნაკვეთი, საერთო მოცულობით 22 037 კვადრატული მეტრი, რომლის საბაზრო ღირებულება 23 000 ლარს აღემატება.

გამოძიების ამ ეტაპზე მოტყუებით დაუფლებული მიწის ნაკვეთების ნაწილი დაბრუნებულია სახელმწიფო საკუთრებაში, ხოლო ნაწილზე ბიუჯეტში შეტანილია შესაბამისი თანხა ზიანის ანაზღაურების სახით.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით გრძელდება, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.