გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

კემეროვოში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას ბათუმში პატივი მიაგეს

28-03-2018

ბათუმში, ვარდების სკვერში მოქალაქეები შეიკრიბნენ, რომლებმაც სანთლებით, სათამაშოებითა და ყვავილებით პატივი მიაგეს რუსეთის ქალაქ კემეროვოში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას. მათი განცხადებით, სახანძრო უსაფრთხოების დაუცველობის გამო, მსოფლიოში ყოველდღიურად არაერთი ადამიანი იღუპება.

"ვფიქრობთ, რაც მოხდა, უდიდესი ტრაგედიაა. ამ საზარელ ფაქტს უამრავი უდანაშაულო ადამიანი და მათ შორის მცირე წლოვანი ბავშვები შეეწირა. მიმაჩნია, რომ ეს ტრაგედია ყველასთვის ტრაგედიაა და არაფერ შუაში არ არის პოლიტიკა. სოლიდარობას ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახებს და ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მომხდარის გამო. ეს ფაქტი მიუთითებს და ნათლად გვაჩვენებს იმას, რომ სახანძრო უსაფრთხოების დაუცველობას სავალალო შედეგებამდე მივყავართ. მსგავსი ტიპის ფაქტები შემაძრწუნებელია და თითოეული ქვეყანა უნდა დაფიქრდეს უსაფრთხოების ზომების გამკაცრებაზე. ამის ნათელი მაგალითია უახლოესი წარსულიდან ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში" მომხდარი ფაქტი", - განაცხადა ბათუმის მკვიდრმა მანანა ქამადაძემ.

"ინტერპრესნიუსი"