გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ზუგდიდში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები ლავრენტი ბერიას ქუჩისთვის გიგა ოთხოზორიას სახელის მინიჭებას ითხოვენ

28-03-2018

ზუგდიდში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები ლავრენტი ბერიას ქუჩისთვის ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. საზღვარზე მოკლული გიგა ოთხოზორიას სახელის მინიჭებას ითხოვენ, - ამის შესახებ ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიას ოფიციალური წერილით მიმართეს, სადაც აღნიშნულია, რომ ისინი აღნიშნულ საკითხზე ოთხოზორიას ოჯახის წევრებსაც ესაუბრნენ.

„აღნიშნული ინიციატივის ავტორები მოკლული ოთხოზორიას ოჯახის წევრებს ვესაუბრეთ, როგორც აღმოჩნდა, ოთხოზორიები ადრეულ წლებში სწორედ ბერიას ქუჩაზე ცხოვრობდნენ. ეს გარემოება კი გადაწყვეტილებას, რომ ქუჩას გიგა ოთხოზორიას სახელი მიენიჭოს, ორმაგ სიმბოლურ დატვირთვას შეძენს“, - ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობოების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში განხორციელებული ტერორის ავტორების სახელებისგან ქვეყანა უნდა გათავისუფლდეს მით უფრო იმ ფონზე, რომ საოკუპაციო რეჟიმი უდანაშაულო ადამიანებსაც კლავს.

წერილს ზუგდიდში მოქმედი 9 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს, მათ შორისაა - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, „საუნჯე“, სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრი, თანასწორობის მოძრაობა, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი, "თანაზიარი", სამოქალაქო აქტივისტი როსტომ ზარანდია და იურისტი რუსუდან პაჭკორია.

"ინტერპრესნიუსი"