გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ნათია თურნავა: მიხეილ სააკაშვილი ყველაზე უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალის ლიდერია

24-05-2021

„მიხეილ სააკაშვილი გახლავთ ყველაზე უფრო უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალის ლიდერი. თავისი განცხადებით მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ეს პოლიტიკური ძალა არის სრულიად უპასუხისმგებლო და ისინი მზად არიან ნებისმიერი პროტესტი გამოიყენონ ხელისუფლების საწინააღმდეგოდ და ამ დროს აზარალებენ ქვეყნის ინტერესებს," - ასე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მიხეილ სააკაშვილის განცხადებას `ნამახვანი ჰესის` შესახებ.

მინისტრის განცხადებით, ``მიხეილ სააკაშვილმა ძალიან კარგად იცის, რომ ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკას და ელექტროენერგიით მომარაგებას გააჩნია სამი თეორიული პოტენციური წყარო. ერთია, ჩვენი საკუთარი ენერგეტიკა და განახლებადი რესურსები, რომელზეც ის გვირჩევს, უარი ვთქვათ; მეორეა ელექტროენერგიის იმპორტი, მათ შორის, მეზობელი ქვეყნებიდან და რუსეთიდან. მესამე - გაზის იმპორტი. სამწუხაროა, რომ ეს ადამიანი, რომელიც დღეს მოღვაწეობს უკრაინაში, სადაც უკვე იწვნიეს საკმაოდ მძიმედ ენერგოდამოკიდებულება რუსეთზე, ასეთ არასახელმწიფოებრივ პოზიციაზე დგას," - განაცხადა ნათია თურნავამ.