გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ონის მერიაში სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

24-05-2021

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩიკვაიძემ, მოადგილეებთან ერთად, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებთან.

შეხვედრას ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტაარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში, ასევე შპს „ონის სერვის ჯგუფის" ხელმძღვანელი.

შეხვედრაზე განიხილეს ის მნიშვნელოვანი სიახლეები და დაგეგმილი პროექტები, რომელიც ონის მუნიციპალიტეტში დროულად უნდა განხორციელდეს.

17 მაისს ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებთან დაკავშირებული ღონისძიების მიმდინარეობა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების დაგეგმვასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები.

შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო მუნიციპალიტეტში ამჯამად არსებულ ეპიდემიოლოგიურ და სოციალურ - ეკომომიკურ მდგომარეობას, სამსახურების ხელმძღვანელებმა, ისაუბრეს მიმდინარე სიახლეების შესახებ და წარმოადგინეს ინფორმაცია უახლოეს პერიოდში დაგეგმილი აქტივობების შესახებ.