29-03-2018
ნიკო ფიროსმანის სამხატვრო სკოლაში, რუსთაველი მხატვრის, თამარ ფეიქრიშვილის სახელოსნოს მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა.
გამოფენაზე სახელოსნოს 5 მოსწავლის - ნინო კიკვიძის, ანი ყვავილაშვილის, ქეთი პარკაულის, ნანა კოჭლამაზაშვილისა და თიკო ჯაბანაშვილის 45 ნამუშევარია წარმოდგენილი.
ღონისძიებას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, მერის მოადგილე გოჩა ლორია და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
გამოფენა 5 აპრილს დაიხურება.