გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება

25-05-2021

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება.

ექსპოზიცია ასახავს საქართველოს პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკაში განვითარებულ ძირითად მოვლენებს (1918-1921), ასევე იმ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს სახელმწიფომ მე-20 საუკუნის დასაწყისში დემოკრატიული ღირებულებების დასამკვიდრებლად გადადგა. საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აქტი; 1921 წლის კონსტიტუცია დამფუძნებელი კრების წევრთა ხელმოწერებით; მთავრობის, ეროვნული საბჭოს, დამფუძნებელი კრებისა და სახელმწიფო სტრუქტურების საეტაპო მნიშვნელობის დოკუმენტების დედნები; ემიგრაციაში მყოფი მთავრობის მუშაობის ამსახველი მასალა; დემოკრატიული რესპუბლიკის გერბისა და შტანდარტის ორიგინალები; 1918-1921 წლების ისტორიის ამსახველი ფოტომასალა; ლევილის უკანასკნელი არქივში გაერთიანებული დოკუმენტები – ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ ექსპონატებისა, რომელიც დამთვალიერებელს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში დახვდება. ექსპოზიცია ივნისის ბოლომდე გაგრძელდება და გამოფენის ნახვა შესაძლებელია ყოველდღე, ორშაბათის გარდა, კოვიდრეგულაციების დაცვით.