გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გიორგი ღიბრაძე კომენდანტის საათზე: შეზღუდვები შესაძლოა შემსუბუქდეს, თუმცა ვითარების გაუარესების შემთხვევაში იძულებული ვიქნებით რეგულაციები გავამკაცროთ

25-05-2021

"ყველა შეზღუდვა და რეგულაცია, რომელსაც ჩვენ ვაწესებთ ამ ქვეყანაში არის თანმიმდევრული და უკავშირდება არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას" - ამის შესახებ, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც კომენდანტის საათს შეეხებოდა.

როგორც გიორგი ღიბრაძემ აღნიშნა, ყველაფერი დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე.

„თუ იქნება საშუალება იმის, რომ კიდევ უფრო შემსუბუქდეს შეზღუდვები, ცხადია, ეს მოხდება, თუმცა თუ კიდევ უფრო გაუარესდა სიტუაცია შესაძლებელია, იძულებული გახდეს ქვეყანა, კვლავ დამატებითი რეგულაციები შემოიღოს, ყველაფერი დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე,"- განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა.