გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

პოლონეთის პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილს: დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 30 წლის განმავლობაში საქართველო რეგიონში ცვლილებების უდავო ლიდერი გახდა

25-05-2021

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პოლონეთის მთავრობის სახელით დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. პოლონეთის პრემიერ-მინისტრის მილოცვაში ნათქვამია, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 30 წლის განმავლობაში საქართველო რეგიონში ცვლილებების უდავო ლიდერი გახდა, რომელიც დინამიურად ახორციელებს რეფორმებს და ეკონომიკურად ვითარდება.

„პატივცემულო ბატონო პრემიერ-მინისტრო, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გთხოვთ მიიღოთ ჩემი გულწრფელი მილოცვა პოლონეთის მთავრობის სახელით.

პოლონეთი აფასებს საქართველოს ევროპულ კურსს, რომელიც მიმართულია ევროკავშირთან და ნატოსთან მჭიდრო თანამშრომლობისკენ. დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 30 წლის განმავლობაში თქვენი ქვეყანა გახდა რეგიონში ცვლილებების უდავო ლიდერი, რომელიც დინამიურად ახორციელებს რეფორმებს და ეკონომიკურად ვითარდება.

გარწმუნებთ, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ასევე საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტიკური თანამშრომლობის განმტკიცება, ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება და კულტურული გაცვლა მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ჩვენი ქვეყნების პოტენციალის გამოყენებისთვის და ორმხრივი სარგებლობისთვის.

გისურვებთ წარმატებებს, როგორც სოციალურ-ეკონომიკური რეფორმების გაგრძელებაში, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს პოზიციების კიდევ უფრო განმტკიცებაში",- ნათქვამია პოლონეთის პრემიერ-მინისტრის მატეუშ მორავიეცკის მილოცვაში.