გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ჩეხეთის პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილს: გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! ჩეხეთი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროატლანტიკური ინტეგრაციის წარმატებულ გზაზე

25-05-2021

ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ანდრეი ბაბაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ანდრეი ბაბაშის მილოცვაში ნათქვამია, რომ ჩეხეთის რესპუბლიკა გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროატლანტიკური ინტეგრაციის წარმატებულ გზაზე.

"ძვირფასო პრემიერ-მინისტრო! გულწრფელად გილოცავთ თქვენი ქვეყნის ეროვნულ დღესასწაულს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! დარწმუნებული ვარ, რომ პანდემიის მიუხედავად, რომელმაც ზიანი მიაყენა ჩეხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების ინტენსივობას და დინამიზმს ყველა დონეზე, ჩვენი ნაყოფიერი ორმხრივი თანამშრომლობა რიგ სფეროებში კვლავაც მოუტანს სარგებელს ჩვენს ერებს. გარწმუნებთ, რომ ჩეხეთის რესპუბლიკა გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროატლანტიკური ინტეგრაციის წარმატებულ გზაზე და სხვადასხვა სფეროში გამოცდილების გაზიარებას",- ნათქვამია ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, ანდრეი ბაბიშის მილოცვაში.