გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) ელექტრონულ რეესტრში სავალდებულო რეგისტრაციის ვადა 1 წლით გახანგრძლივდა

25-05-2021

ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული ტექნიკური რეგლამენტებით გათვალისწინებული ზეთების, საბურავების, ელექტრონული მოწყობილობების და აკუმულატორები/ბატარეების მწარმოებლების ვალდებულება, მოეხდინათ მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) ელექტრონულ რეესტრში სავალდებულო რეგისტრაცია 2021 წლის 1-ელ ივნისამდე, ვადამ ერთი წლით, 2022 წლის 1-ელ ივნისამდე გადაიწია. შესაბამისად, მწარმოებლებს საშუალება მიეცათ, აღნიშნულ ვადაში მოემზადონ რეგულაციის მოთხოვნის შესასრულებლად.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეებმა, ნინო თანდილაშვილმა და სოლომონ პავლიაშვილმა, მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებებთან დაკავშირებული ტექნიკური რეგლამენტებით გათვალისწინებული მოთხოვნის გადავადების საკითხთან დაკავშირებით, ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს.

როგორც შეხვედრაზე სოლომონ პავლიაშვილმა აღნიშნა, მთავრობამ გაითვალისწინა პანდემიით შექმნილ ვითარებაში ბიზნესსექტორის გამოწვევები და მიიღო გადაწყვეტილება რეგისტრაციის ვადის გავრცელების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ ტექნიკური რეგლამენტების თანახმად, ზეთების, საბურავების, ელექტრონული მოწყობილობების და აკუმულატორები/ბატარეების მწარმოებლები ვალდებულნი არიან, მათ მიერ წარმოებული პროდუქტის ბაზარზე განთავსებამდე, დარეგისტრირდნენ მგვ ელექტრონულ რეესტრში.