გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

თესალონიკის N40 საჯარო სკოლის შენობაში ქართული საკვირაო სკოლა გაიხსნა

25-05-2021

თესალონიკში საქართველოს გენერალურ კონსულს ნოდარ კომახიძესა და თესალონიკის მერს კონსტანტინოს ზერვასს შორის გამართულ შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, თესალონიკის N40 საჯარო სკოლის შენობაში გაიხსნა ქართული საკვირაო სკოლა. 24 მაისს გაიმართა სკოლის გახსნის საზეიმო ღონისძიება.

საკვირაო სკოლის გახსნისთვის თესალონიკს ეწვია საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით დონდუა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ თესალონიკის მერი კონსტანტინოს ზერვასი, ვიცე-მერი განათლების საკითხებში იოანა კოსმოპულუ, თესალონიკში საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურის წარმომადგენელი, N40 საჯარო სკოლის დირექტორი და სხვა მოწვეული სტუმრები.

„ჩვენს ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით დღეს გაიხსნა ქართული საკვირაო სკოლა. განსაკუთრებულად ვულოცავ საკვირაო სკოლის გახსნას ჩვენს ბავშვებს, მასწავლებლებს და მათ მშობლებს. საკვირაო სკოლაში ჩვენს პატარა თანამემამულეებს შესაძლებლობა ექნებათ შეისწავლონ ქართული ენა, ლიტერატურა და საქართველოს ისტორია. მინდა წარმატებები ვუსურვო მათ" - განაცხადა გენერალურმა კონსულმა ნოდარ კომახიძემ სიტყვით გამოსვლისას.

ნოდარ კომახიძემ მადლობა გადაუხადა თესალონიკის მერს და აღნიშნა, რომ მისი თანადგომითა და მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი ამ პროექტის განხორციელება.

საკვირაო სკოლის მოსწავლეებს საჩუქრად გადაეცათ სასკოლო სახელმძღვანელოები და სასკოლო ნივთები.

ღონისძიების დასასრულს თესალონიკში არსებული ქართული ცეკვის ანსამბლების - „მამული", ფესვები" და „საქართველოს" ბავშვებმა დამსწრე საზოგადოების წინაშე წარმოადგინეს ქართული ცეკვები.