გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

პროექტის „გააციფრულე საქართველო“ ფარგლებში, ბოლნისში ციფრულმა მოხალისეებმა ტრენინგი გამართეს

25-05-2021

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკონფერენციო დარბაზში ციფრულმა მოხალისეებმა, პროექტის „გააციფრულე საქართველო“ ფარგლებში, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებისა და ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის საინფორმაციო ტრენინგი გამართეს.

ტრენინგზე ციფრულმა მოხალისეებმა მერის წარმომადგენლებსა და ახალგაზრდებს Google Map-ისა და Google My Business-ის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. ტრენინგის ფარგლებში ასევე მოეწყო საფეხმავლო ტური, სადაც ახალგაზრდებმა ქალაქ ბოლნისში მდებარე ისტორიული შენობები და ადგილობრივი ბიზნესები Google Map-ზე დაიტანეს.

პროექტს „გააციფრულე საქართველო“ ა(ა)იპ „აი“, USAID-ის პროექტ „ზრდა“-ს ფინანსური მხარდაჭერით, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან, „გუგლთან“ და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით ახორციელებს.

„გააციფრულე საქართველოს“ მიზანია ციფრული მისიონერების დახმარებით, Google Map-ზე საქართველოს მასშტაბით არსებული ბიზნესებისა და სხვადასხვა ობიექტის დატანა და მათზე სრულყოფილი ინფორმაციის განთავსება მოხდეს. ტურიზმის მხარდაჭერის მიზნით, Google-მა ციფრული მოხალისეები გადაამზადა, რომლებიც თავიანთ ცოდნას მთელი საქართველოს მასშტაბით დაინტერესებულ პირებს, ანუ ციფრულ მისიონერებს გადასცემენ.