გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

მიხეილ ჩხენკელი: ქედს ვიხრით ყველა იმ ადამიანის წინაშე, რომლებმაც დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას საკუთარი სიცოცხლე შესწირეს

26-05-2021

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი საქართველოს თითოეულ მოქალაქეს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„გილოცავთ ჩვენი ქვეყნის უმთავრეს ეროვნულ დღესასწაულს – დამოუკიდებლობის დღეს!
დღევანდელ დღეს, უპირველეს ყოვლისა, პატივს მივაგებთ და ქედს ვიხრით ყველა იმ ადამიანის წინაშე, რომლებმაც დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას საკუთარი სიცოცხლე შესწირეს.
26 მაისი ჩვენი დამოუკიდებელი სახელმწიფოებრივი ისტორიის უმნიშვნელოვანესი თარიღია, რომელიც თავისუფლების იდეალის გამარჯვების სიმბოლოდ იქცა. 1918 და 1991 წლების მოვლენები და სწრაფვა დამოუკიდებლობის მოპოვებისათვის მაგალითია იმისა, როგორ გავაგრძელოთ მტკიცედ სვლა დემოკრატიული განვითრებისაკენ ცოდნაზე დაფუძნებული ევროპული სახელმწიფოს შესაქმნელად.

მსურს, მადლიერება გამოვხატო ჩვენი უცხოელი პარტნიორებისადმი. ფასდაუდებელია მათი თანადგომა და მხარდაჭერა.“ - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.