გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - 26 მაისი, მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება

26-05-2021

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - 26 მაისი, მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა სახის

ღონისძიებებით აღინიშნება.

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული დროშის ფერებში განათდა ქ. ბაქოში ჰეიდარ ალიევის სახელობის ცენტრი.

2021 წლის 25 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 30-ე წლისთავის საპატივცემულოდ ქართული დროშის ფერებითა და ეროვნული სიმბოლიკით განათდა წმინდა პავლეს ქალაქის მთავარ გამზირზე, „ავენიდა პაულისტაზე" მდებარე განთქმული ცათამბჯენი - FIESP-ის შენობა.

26 მაისთან დაკავშირებით, უკრაინაში, ქ.კიევში საქართველოს დროშის ფერებით განათდა ქ.კიევის მერია.26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ვილნიუსში საქართველოს დროშის ფერებში განათდა ქალაქის სამი ისტორიული ხიდი, ხოლო ქ. კაუნასში ძველი მერიის შენობა (რატუშა) და ცენტრალურ მოედანზე მდებარე შადრევანი.

პოლონეთში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ქ.ვროცლავის სტადიონი საქართველოს დროშის ფერებში განათდა,ღონისძიების ფარგლებში ასევე შესრულდა საქართველოს ჰიმნი. პოლონეთი პირველი იყო ევროპის ქვეყნებს შორის, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ზუსტად 12 სთ -ზე მიულოცა1918 წლის 26 მაისს, საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაარსების დღისა და 1991 წელს საბჭოთა კავშირისგან საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლისთავის აღსანიშნავად, 21 მაისიდან 30 მაისამდე ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს შენობა განათებული იქნება საქართველოს ეროვნული დროშის ფერებში.


მადრიდის მთავრ მოედანზე - „Plaza Mayor"-ზე, საქართველოს დამოუკიდებლობის 30-ე წლისთავთან დაკავშირებით, ესპანეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ქართული დიასპორის მიერ დაფუძნებული ქართული ცეკვის აკადემია "Georgia"-ს წარმოდგენა გაიმართა.

კანადაში საქართველოს საელჩოს მიმართვის საფუძველზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ტორონტოს მერიამ პირველად საქართველოს დროშა აღმართა.

25-26 მაისს, ქ.მინკსის ცენტრში სავაჭრო ცენტრის მონიტორზე ტრიალებს საქართველოს საიმიჯო რგოლი.