გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

დავით ზალკალიანს უცხოელი კოლეგები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ

26-05-2021

პოლონეთის, ჩეხეთის, ბულგარეთის, ირანის ისლამური რესპუბლიკისა და ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, ქართველ კოლეგას, დავით ზალკალიანს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ.

„საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორი და მეგობარი ქვეყანაა პოლონეთისთვის, რომელთანაც ჩვენ მრავალწლიანი თანამშრომლობა და ისტორიული კავშირები გვაკავშირებს. თბილისის მიერ დამოუკიდებელი სახელმწიფოს გამოცხადების 30 წლის იუბილე სიამაყისა და რეფლექსიის საფუძველია. დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს დაბრუნებას ევროპის რუკაზე 1991 წელს შეცვალა გეოპოლიტიკური სისტემა სამხრეთ კავკასიის რეგიონში და შექმნა ხელსაყრელი პირობების ქვეყნის განვითარებისთვის. პროდასავლური კურსის არჩევამ დააახლოვა საქართველო ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან," - ნათქვამია პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ზბიგნევ რაუს მიმაერთვაში.

ბულგარეთისა და ჩეხეთის პირველი დიპლომატები, სვეტლან სტოევი და იაკუბ კულჰანეკი რეგიონში საქართველოს მნიშვნელოვან პოზიციას უსვამენ ხაზს და კიდევ ერთხელ გამოხატავენ მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.

თავის მიმართვებში, ირანის და ყირგიზეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელები, მოჰამად ჯავად ზარიფი და რუსლან კაზაკბაევი იმედს გამოთქვამენ, რომ ურთიერთობები ირანსა და საქართველოს და ყირგიზეთსა და საქართველოს შორის გაღრმავდება და გაძლიერდება.