გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერი საქართველოს პრემიერ-მინისტრს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

26-05-2021

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერი ლი კეციანი საქართველოს პრემიერ-მინისტრს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

როგორც მისალოც წერილშია აღნიშნული, მიუხედავად COVID-19-ის პანდემიის შედეგებისა, ჩინეთი და საქართველო ინარჩუნებენ ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას.

„გულწრფელად გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და გისურვებთ თქვენ და თქვენს მთავრობას ყოველივე საუკეთესოს! გასული წლიდან მოყოლებული, მიუხედავად COVID-19-ის პანდემიის შედეგებისა, ჩინეთი და საქართველო ინარჩუნებენ ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას. ჩვენს თანამშრომლობაში მიღწეულია მდგრადი შედეგები სხვადასხვა მიმართულებით. გამოვთქვამ იმედს, რომ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ ორმხრივი ურთიერთობების და პრაგმატული თანამშრომლობის აყვანას ახალ დონეზე ჩვენი ქვეყნებისა და ერების საკეთილდღეოდ. ვუსურვებ საქართველოს და ქართველ ხალხს კეთილდღეობას და ბედნიერებას", - აღნიშნულია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერის მისალოც წერილში.