გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ბულგარეთის პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

26-05-2021

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი სტეფან იანევი ირაკლი ღარიბაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

სტეფან იანევი მისალოც წერილში აღნიშნავს, რომ ბულგარეთი მომავალშიც დაუჭერს მხარს საქართველოს თავისი ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის რეალიზაციის გზაზე.

„თქვენო აღმატებულებავ, გულწრფელად გილოცავთ 26 მაისს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს! ბულგარეთის რესპუბლიკა დიდად აფასებს მეგობრულ ურთიერთობებს საქართველოსთან. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ბულგარეთის მთავრობის მზადყოფნას, გააგრძელოს თანამშრომლობა ჩვენს ურთიერთობებში არსებული პოტენციალის სრულად გამოყენებისთვის ჩვენი ქვეყნებისა და ერების საკეთილდღეოდ. ვსარგებლობ ამ შემთხვევით, რათა დაგიდასტუროთ, რომ ბულგარეთის რესპუბლიკა მომავალშიც დაუჭერს მხარს საქართველოს თავისი ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის რეალიზაციის გზაზე. ბატონო პრემიერ-მინისტრო, გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებას თქვენს მეტად საპასუხისმგებლო საქმიანობაში", - წერს სტეფან იანევი.