გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

უცხოელი კოლეგები დავით ზალკალიანს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ

27-05-2021

საქართველოს დამოუკიდებლობის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თურქი, აზერბაიჯანელი, უნგრელი, სომეხი, ლიეტუველი, სლოვენიელი და სლოვაკი კოლეგები საქართველოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს მისალოც მიმართვებს უგზავნიან.

„საქართველო არამხოლოდ ახლო მეგობარი და მეზობელი, არამედ თურქეთის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი საერთო მისწრაფებებისა და ჩვენი ხალხების პოლიტიკური სურვილების გათვალისწინებით, ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის მეტად გაღრმავდება ყველა შესაძლო სფეროში,"- აღნიშნულია თურქეთის პირველი დიპლომატის, მევლუთ ჩავუშოღლუს წერილში.

თავის მიმართვებში, აზერბაიჯანისა და სლოვაკეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელები ჯეიჰუნ ბაირამოვი და ივან კორჩოკი ასევე უსვამენ ხაზს საქართველოსთან არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და იმედს გამოთქვამენ, რომ ორმხრივი ურთიერთობები განვითარდება და გაძლიერდება.

სლოვენიელი და ლიეტუველი მინისტრები, ანჟე ლოგარი და გაბრიელიუს ლანდსბერგისი კიდევ ერთხელ ადასტურებენ მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მიმართ და მზადყოფნას გამოთქვამენ მუშაობისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის გასაძლიერებლად.

საქართველოს, როგორც კავკასიის რეგიონში პარტნიორის მნიშვნელობას, ხაზს უსვამს უნგრეთის პირველი დიპლომატი, პიტერ სიიარტო.

„საქართველო უნგრეთის მნიშვნელოვანი პარტნიორია კავკასიის რეგიონში. მტკიცედ მწამს, რომ ორივე ჩვენგანის საერთო ინტერესია ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერება, რომლებიც ისეთ განმსაზღვრელ ღირებულებებს ეყრდნობა, როგორებიცაა ურთიერთპატივისცემა და მეგობრობა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობით დაწყებული და კულტურისა და განათლების სფეროებით დამთავრებული," - წერს პიტერ სიიარტო და გამოთქვამს მხარდაჭერას საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებისა და ქვეყნის ტერიტორული მთლიანობის მიმართ, საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში.

თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე წერს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, არა აივაზიანიც.

აღსანიშნავია, რომ მისალოცი მიმართვას აგზავნის ქ. კიევში ინდონეზიის ელჩი იუდი კრისნანდიც, რომელშიც დიპლომატი იმედს გამოთქვამს, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მიმართულებით.