გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის და საქართველოში გერმანიის საელჩოს ერთობლივი განცხადება

27-05-2021

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა ახორციელებს ფინანსურ კონტრიბუციას 300,000 ევროს ოდენობით ,,მშვიდობის ფონდში უკეთესი მომავლისთვის", რომელიც 2020 წლის 21 სექტემბერს, საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ'' ფარგლებში ამოქმედდა.



მშვიდობის ფონდი არის არაკომერციული, არასამეწარმეო ორგანიზაცია, რომელიც მიზნად ისახავს გრანტების გაცემას გამყოფი ხაზის გასწვრივ ეკონომიკური საქმიანობისა და ბიზნეს პროექტების განსახორციელებლად, გაყოფილ საზოგადოებებს შორის საერთო ინტერესებსა და საჭიროებებზე დაფუძნებული დიალოგისა და თანამშრომლობის გაღრმავებას, ასევე გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის დახმარებასა და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამ მიზნებისთვის ფონდი გამოიყენებს და იმოქმედებს საერთაშორისო დონორების ფინანსური მხარდაჭერით.



მშვიდობის ფონდში გერმანიის კონტრიბუცია ხელს შეუწყობს ეკონომიკური კავშირებისა და თანამშრომლობის გაძლიერებას დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის, რაც საქართველოს მთავრობის შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. გერმანია ადასტურებს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის დაცვის პრინციპის საფუძველზე, ასევე მიესალმება სამშვიდობო პოლიტიკის ეფექტიან განხორციელებას, მათ შორის სამშვიდობო ინიციატივის ,,ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" მეშვეობით.



საქართველოს მთავრობა უაღრესად აფასებს მშვიდობის ფონდში გერმანიის მნიშვნელოვან კონტრიბუციას და აქტიურ ჩართულობას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში.



გერმანია და საქართველო მომავალშიც განაგრძობენ მჭიდრო თანამშრომლობას ამ მიმართულებით.