გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ავიაკომპანია FLYONE კიშინიოვსა და ბათუმს შორის მრავალჯერად ჩარტერულ რეისებს შეასრულებს

27-05-2021

მოლდოვური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია FLYONE-ი საქართველოს მიმართულებით მრავალჯერადი ჩარტერული რეისების შესრულებას იწყებს.

სეზონური ფრენები კიშინიოვიდან ბათუმის მიმართულებით მიმდინარე წლის 4 ივნისიდან განხორციელდება. ჩარტერული ავიარეისები 1 ოქტომბრამდე, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათს და პარასკევს (გაფრენა შაბათობით) შესრულდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას მრავალჯერადი ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა მიმდინარე წლის 25 მაისს მიენიჭა.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს.