გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

გია არაბიძე: საქართველოს გაზის შიდა მოხმარების 99% დამოკიდებულია იმპორტზე, რაც იწვევს ტარიფის მატებას

27-05-2021

ბოლო წლებში ლარის გაუფასურებამ იმპორტირებულ გაზზე დამოკიდებული ენერგოკომპანიები მნიშვნელოვან ზარალზე გაიყვანა. ამ ფონზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) იძულებული გახდა სამომხმარებლო ტარიფი გაეზარდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება მარეგულირებელმა ხუთშაბათს, 27 მაისს მიიღო. მოსახლეობა ახალ ტარიფს 1–ლი ივნისიდან გადაიხდის.

„ტარიფების მატება განპირობებულია აშშ დოლართან მიმართებაში ლარის კურსის მნიშვნელოვანი ცვლილებით. ბუნებრივი გაზის სექტორში საქართველოს შიდა მოხმარების 99% არის დამოკიდებული იმპორტზე. გაზის შესყიდვა ხორციელდება აშშ დოლარში. 2019 წელს, ტარიფების გაანგარიშებისას ბუნებრივი გაზის შესყიდვის კომპონენტი დათვლილი იყო 2.97 ლარზე აშშ დოლართან მიმართებაში. ვალუტის კურსის ცვლილების გამო გაიზარდა კომპანიის ხარჯები და შპს „თბილისი ენერჯის“ ზარალმა, რომელიც თბილისს ამარაგებს ბუნებრივი გაზით, 20 მლნ ლარი შეადგინა“, – განმარტავს ენერგეტიკოსი გია არაბიძე, რომელიც ტარიფის ზრდის მიმართულებით გადახედვას გარდაუვლად მიიჩნევს.

მისივე თქმით, „ტარიფების უცვლელად დატოვების შემთხვევაში, „თბილისი ენერჯი“ ვეღარ უზრუნველყოფდა თბილისის მოსახლეობის ბუნებრივი გაზით უწყვეტ და საიმედო მომარაგებას. კომპანიას როდესაც გაუჩნდა ფინანსური პრობლემები, შესაბამისი ფინანსური თუ ტექნიკური დასაბუთებებით, მომართა მარეგულირებელ კომისიას ტარიფების გადახედვის მოთხოვნით. აღნიშნულის საფუძველზე, საკითხის შესასწავლად კომისიაში დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება“.