გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

მარიამ ქვრივიშვილი: დღეს ჩვენს პარტნიორ ორგანიზაცია USAID-თან ერთად ვმასპინძლობთ მსოფლიო დონის გავლენიან ბლოგერებსა და ე.წ. ინფლუენსერებს, რაც, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას

28-05-2021

„რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ძალიან პოზიტიური მოლოდინები ტურიზმის ინდუსტრიის სწრაფი, თუმცა, უსაფრთხო და მდგრადი განვითარების კუთხით", - განაცხადა დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა შატო მუხრანში გამართული ღონისძიების კომენტირებისას, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს როგორც საჯარო უწყებებისა და ტურიზმის კერძო სექტორის წარმომადგენლებმა, ასევე ცნობილმა ქართველმა ე.წ. ინფლუენსერებმა. როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, დღევანდელი დღე ძალიან სიმბოლურია - ორი დღის წინ საკოორდინაციო საბჭომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მიიღო გადაწყვეტილება, სახმელეთო საზღვრები გახსნის თაობაზე, რაც ხელს შეუწყობ ტურიზმის სექტორის სწრაფ და უსაფრთხო აღდგენას.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია USAID-ის თანადაფინანსებით ამერიკული ონლაინ პლატფორმა "Steller"თან და ქართულ ტურისტულ კომპანია Caucasus Travel-ერთად არახორციელებს პროექტს „ციფრული დღეები საქართველოში" და პროექტის ფარგლებში 18 გავლენიან ბლოგერსა და ინფლუენსერს მასპინძლობს. 26 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით საქართველოში იმყოფებიან სტუმრები ევროპიდან, ამერიკიდან, ავსტრალიიდან, ყურის ქვეყნებიდან და ტურის ფარგლებში მოინახულებენ საქართველოს ყველა რეგიონს. აღსანიშნავია, რომ ტურის პროცესში შექმნილ ფოტო-ვიდეო მასალას ისინი განათავსებენ როგორც პლატფორმა "Steller"-ზე, აგრეთვე სოციალურ მედიაში (Facebook, TikTok, Instagram, Youtube).

პროექტის ფარგლებში დღეს შატო მუხრანში გაიმართა ღონისძიება, რომლის ფარგლებში Steller-ის პლატფორმის წარმომადგენლებმა და ინფლუენსერებმა ჩაატარეს მასტერკლასი მოთხოვნადი და ხარისხიანი ფოტო-ვიდეო მასალის (კონტენტის) შექმნაზე და მიზნობრივი აუდიტორიისთვის კონტენტის სწორედ მიწოდების შესახებ. მოწვეულ სტუმრებს ნეთვორქინგის ფარგლებში შეეძლოთ პირდაპირი კომუნიკაციის დამყარება ჩამოსულ ინფლუენსერებთან.

„ის რომ, დღეს ჩვენს პარტნიორ ორგანიზაცია USAID-თან ერთად ვმასპინძლობთ მსოფლიო დონის გავლენიან ბლოგერებსა და ე.წ. ინფლუენსერებს, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას და ასევე დაგვეხმარება იმაში, რომ მთელ მსოფლიოს გავაგებინოთ - საქართველო ერთ-ერთია პირველ ქვეყნებს შორის, რომელმაც პანდემიის დროს გახსნა საზღვრები და მზად არის უსაფრთხოდ უმასპინძლოს ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულ საერთაშორისო სტუმრებს. რა თქმა უნდა, მოლოდინები გვაქვს პოზიტიური, ჩვენ ვგეგმავთ, რომ მჭიდროდ განვაგრძოთ თანამშრომლობა ჩვენს ინდუსტრიაში პირდაპირ და არაპირდაპირ დასაქმებულ კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ერთად გვექნება სამუშაო ამ დარგის უსაფრთხოდ ამოქმედებაზე. და რა თქმა უნდა, ძალიან ბევრს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ძალიან სწრაფად აღდგეს ყველა ის სამუშაო ადგილი, რომლებსაც წლების განმავლობაში ტურიზმში დასაქმებულები და დამსაქმებლები ერთად ქმნიდნენ", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრაიდ განვითარების მინისტრის მოადგილემ.