გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

მამუკა მდინარაძე ოპოზიციას: რასაც თქვენ აკეთებთ, ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ ისევ შევიდეთ უსაგნო დისკუსიაში და ჩავარდეს მოცემულობა, რომელიც წერია შეთანხმების პირობებში

28-05-2021

„თქვენ არ ხართ გულწრფელი და გჭირდებათ რაღაცაში, ლეგიტიმური ეჭვი მაქვს, რომ არ გსურთ გადაიფურცლოს ეს ფურცელი" -მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელს, შალვა შავგულიძეს ოპოზიციის მიერ მომზადებულ „ამნისტიის შესახებ" კანონპროექტის განხილვისას.

მისი თქმით, ოპოზიცია ცდილობს, პოლიციელები, რომლებიც საათების განმავლობაში შეურაცხყოფას ითმენდნენ, დაზარალებულებად არ წარმოაჩინოს.

„მიუხედევად იმისა, რომ ამნისტიის შესახებ კანონი ყველას უნდა შეეხოს, კონვენციით გათვალისწინებული მუხლები გამოირიცხა და ეს გაკეთდა იმისთვის, რომ ვინმეს ვერ მოეხდინა სპეკულაცია, ასევე, 117-ე მუხლიც, რომელიც გულისხმობს, რომ თუ სხეულის მძიმე დაზიანების განზრახვას დაადასტურებს ვინმე, ეს არ შეეხოს. იურიდიულ სიღრმეებში შესვლა და თან არასწორი ინტერპრეტაციით, რასაც თქვენ აკეთებთ, ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ ისევ შევიდეთ უსაგნო დისკუსიაში და არ იყოს რეალური, საგნობრივი, რაციონალური, თუნდაც კამათი. ეს არის განზრახ არასწორი ინტერპრეტაცია, რომ ჩავარდეს მოცემულობა, რომელიც წერია შეთანხმების პირობებში. ამოიჩემეთ, რომ ეს არ იყო შარლ მიშელის შეთანხმების სულისკვეთება. სულისკვეთება კი არა, რაც წერია, იმას არ უყურებთ. ამნისტიის შესახებ კანონის შემუშავება არის მსხვერპლი გაღებული იმისათვის, რომ სწორად ვიაროთ , მათ შორის ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობაში და იმ მიზნისათვის, რასაც ევროკავშირის წევრობა ჰქვია. სწორად ვიაროთ იქითკენ, რასაც შერიგების რესურსი ქვია და სწორად ვიაროთ კონსენსუსის მისაღწევად კომპრომისებით. თქვენ ეს არ გინდათ, სამწუხაროდ, ამაშია ჩვენი განსხვავება"- მიმართ მამუკა მდინარაძემ მომხსენებელს.