გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

მეფუტკრე ფერმერებისთვის ტრენინგი ჩატარდა

28-05-2021

სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, მეფუტკრე ფერმერებისათვის ტრენინგი „ფუტკრის მავნებლებთან ბრძოლა“ ჩატარდა.

სწავლება პროფესიონალ მეფუტკრეთა ასოციაციის, დასავლეთ საქართველოს მეფუტკრეთა ალიანსის და საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების ტრენერებმა ჩაატარეს.

„მეფუტკრეებისთვის დაავადება ვარვატოზთან ბრძოლა რთული გამოწვევაა. ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე ტრენინგების ფარგლებში, მეფუტკრეები მიიღებენ საფუძვლიან ცოდნას და გაეცნობიან უახლეს მეთოდოლოგიას, თუ როგორ ებრძოლონ ამ დაავადებას“, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა შალამბერიძემ.

ტრენინგი თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას ითვალისწინებს და მოიცავს ფუტკრის მავნებლების იდენტიფიცირების, მათთან ბრძოლის ეფექტიანი მეთოდების და თანამედროვე სამკურნალო-პროფილაქტიკური საშუალებების გამოყენების ინსტრუქციების გაცნობას.
სპეციალურად ტრენინგისათვის თეორიული მასალა სურსათის ეროვნული სააგენტოს და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტების რეკომენდაციით მომზადდა.

განახლებული ექსტენციის ფარგლებში, ფერმერთა ტრენინგი ყველა მუნიციპალიტეტში ჩატარდა.