გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

28-05-2021

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.


ოფიციალურ მისალოც წერილში ხაზგასმულია, რომ უნგრეთის მთავრობა კვლავაც ემხრობა უნგრეთ-საქართველოს უკვე მრავალფეროვანი თანამშრომლობის შემდგომ გაფართოებას.


„პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, ნება მიბოძეთ, კეთილი სურვილები გამოვხატო საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.
დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ტრადიციული მეგობრული ურთიერთობების განვითარება, რომლებიც ურთიერთპატივისცემას ეფუძნება, ჩვენი ერების ინტერესებს ემსახურება. გარწმუნებთ, რომ ჩემი მთავრობა კვლავაც ემხრობა უნგრეთ-საქართველოს უკვე მრავალფეროვანი თანამშრომლობის შემდგომ გაფართოებას.
გისურვებთ ჯანმრთელობას მეტად საპასუხისმგებლო საქმიანობისთვის", - აღნიშნულია წერილში.