გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია მაღაროში დაღუპული გვირაბგამყვანის გამო მწუხარებას გამოთქვამს

29-03-2018

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი პაატა ნადირაძე  და მთლიანად  მუნიციპალიტეტის მერია  მაღაროში დაღუპული გვირაბგამყვანის გამო მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

 

 „ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი პაატა ნადირაძე,ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შუქრუთის მაღაროში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო,რომლის შედეგად მაღაროს გვირაბგამყვანი ზაზა აბრამიშვილი გარდაიცვალა და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს“-ნათქვამია სამძიმრის წერილში.

შეგახსენებთ, რომ 26 მარტს ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში მუშა დაიღუპა. შემთხვევა დაახლოებით დილის 5 საათზე მოხდა. მაღაროს ჩამონგრევის შედეგად გვირაბგამყვანის პოზიციაზე მომუშავე 45 წლამდე ზაზა აბრამიშვილი ნანგრევების ქვეშ მოყვა და გარდაიცვალა.