29-03-2018
ქართული ფოლკლორისა და თვითშემოქმედების ყოველწლიური ფესტივალი „არტ-გენი“ წელს პირველად ლანჩხუთში ჩატარდება.
24 ივნისს ფესტივალი საზეიმოდ სოფელ არჩეულში, ეგნატე ნინოშვილის მუზეუმში გაიხსნება და მაყურებლის წინაშე ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები წარსდგებიან.
ამასთან დაკავშირებით „არტ-გენი“-ს ორგანიზატორები მუნიციპალიტეტის მერს ალექსანდრე სარიშვილს შეხვდნენ და სახვადასხვა საკითხები განიხილეს.
ფესტივალზე დასკვნით კონცერტს ჯგუფი „ფრანი“ გამართავს.