გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ნათია თურნავა პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ბენეფიციარი საწარმოს საქმიანობას გაეცნო

30-05-2021

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ბენეფიციარი კომპანიის „როიალ - ჯორჯიას" საწარმოში იმყოფებოდა, სადაც საწარმოო პროცესს გაეცნო. „როიალ - ჯორჯიას" საქართველოს მთავრობამ საინვესტიციო პირობებით 5,363 კვ.მ. ფართობის მიწა გადასცა, ხოლო 2020 წელს პროგრამის „აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით საწარმოს ტექნოლოგიური განახლება განხორციელდა.

„როიალ ჯორჯია" სხვადასხვა სახეობის ორთოპედიულ მატრასებსა და ბალიშებს აწარმოებს, რომელთა რეალიზაცია ხდება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ნათია თურნავა გაეცნო ახალ საწარმოო ხაზებს, რომლებიც საწარმოში პროგრამის „აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით დამონტაჟდა. ამან საშუალება მისცა კომპანიას, უარი ეთქვა ნედლეულის უცხოეთიდან შემოტანაზე და მთლიანი საწარმოო ციკლი ადგილობრივი პროდუქციით შეევსო.

საწარმოში განხორციელდა 3,7 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია, მათ შორის, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან. კომპანიაში დასაქმებულია 50 ადამიანი, ხოლო წარმოებული პროდუქცია, საქართველოს გარდა, იყიდება აშშ - ში, აზერბაიჯანში, თურქეთსა და გერმანიაში.

მინისტრთან ერთად, კომპანია „როიალ - ჯორჯიას" საწარმოში იმყოფებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და სსიპ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორი მიხეილ ხიდურელი.