გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

100 ათას ლარამდე სესხის უცხოურ ვალუტაში გაცემისთვის, პირი 1 000 ლარით დაჯარიმდება

29-03-2018

ფიზიკურ პირზე 100 ათას ლარამდე სესხის უცხოურ ვალუტაში გაცემის შემთხვევაში სესხის გამცემი 1 000 ლარით დაჯარიმდება. ინფორმაციას ვებგვერდი myadvokat.ge-ი აქვეყნებს.

ვებგვერდის ინფორმაციით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.


ცვლილებების თანახმად, პირს, რომელიც 100 ათას ლარამდე სესხს ფიზიკურ პირზე ეროვნული ვალუტის გარდა სხვა ვალუტაში გასცემს, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება. 
კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკურ პირზე 100 ათას ლარამდე სესხი ეროვნული ვალუტაში არ გაიცემა, სესხის გამცემი გაფრთხილდება, ხოლო თუ გაფრთხილების შემდეგ 30 კალენდარული დღის განმავლობაში სამართალდარღვევა არ გამოსწორდება, სესხის გამცემი პირი 1 000 ლარით დაჯარიმდება.ამასთან, პირი ხელახლა დაჯარიმდება, თუ ჯარიმის დაკისრებიდან 30 კალენდარული დღის შემდეგ სამართალდარღვევის საფუძველს არ აღმოფხვრის.


სამართალდარღვევის საფუძვლის აღმოფხვრად ჩაითვლება მხარეთა შორის დადებული სესხის ხელშეკრულების შეწყვეტა ან სესხის ხელშეკრულების იმ ნაწილის ცვლილება, რომელიც მოთხოვნებს არღვევს.

digest