გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე 3 პირის მიმართ დევნა დაიწყო

31-05-2021

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე 3 პირის მიმართ დევნა დაიწყეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც იყო ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი, სსიპ - შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობისას  წარადგინა გამოცდილების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტები და  ამავე სამსახურის დაკვეთით განხორციელებული სამუშაოების შესრულებისას, ხელშეკრულებით გათვალისწინებული გერმანული წარმოების წყლის ტუმბოების ნაცვლად, დაამონტაჟა ჩინური წარმოების იაფფასიანი ტუმბოები. რის შედეგადაც, მოტყუებით დაეუფლა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ 15 150 ლარს.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ შემოსავლების სამსახურის ორმა თანამშრომელმა, რომელთაც ევალებოდათ კონტროლი შესრულებულ სამუშაოებზე, შეადგინეს ინსპექტირების ყალბი დასკვნა, თითქოსდა ხსენებული კომპანიის მიერ განხორციელებული მომსახურება შეესაბამებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 და 362-ე მუხლის პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.