გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ნიკოლოზ მჭედლიშვილი: სახეზე გვაქვს ეკონომიკის ზრდა, რომელიც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზზე გაცილებით მეტია

31-05-2021

,,აპრილში ეკონომიკურმა ზრდამ 2020 წლის აპრილთან შედარებით 44.8 პროცენტი შეადგინა, პირველი ოთხი თვის ზრდა კი 8.1 პროცენტია. ეს ტენდენცია მიანიშნებს იმაზე, რომ ქვეყნის ეკონომიკა სწრაფად გამოდის პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან - ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი ეკონომიკურ ზრდას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

მისი თქმით, სახეზე გვაქვს ეკონომიკის ზრდა, რომელიც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზზე გაცილებით მეტია.

„კარგია, რომ ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელი მხოლოდ ერთი დარგი არ არის და ზრდა დარგების მიხედვით საკმაოდ დივერსიფიცირებულია. არ გამართლდა ოპოზიციის არცერთი პროგნოზი - გაზაფხულზე ეკონომიკურ კრიზისს ელოდებოდნენ და ხალხის მიერ "რევოლუციის მოწყობას". თუმცა, სახეზე გვაქვს ეკონომიკის ზრდა, რომელიც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზზე გაცილებით მეტია”- წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.