გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი: ძალიან სამწუხაროა, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" 19 აპრილის შეთანხმებას ხელი არ მოაწერა

31-05-2021

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონის განცხადებით, სამწუხაროა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ 19 აპრილის შეთანხმებას ხელი არ მოაწერა.

მისივე თქმით შეთანხმება ხელს უწყობს სასამართლო სისტემის გაუმჯობესებას და სამართლიანი
პარლამენტის ჩამოყალიბებას, პოლიტიკური პასუხისმგებლობისთვის თავისარიდება და დანარჩენი ოპოზიციის ხარჯზე ყოფნა არაკონტრუქციული პოლიტიკის ნიშანია.


"ძალიან სამწუხაროა, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" გადაწყვიტა ხელი არ მოაწეროს 19 აპრილის შეთანხმებას. ეს შეთანხმება ხელ უწყობს საქართველოს უკეთესი მართლმსაჯულების სისტემისა და უფრო სამართლიანი პარლამენტის ჩამოყალიბებას. პოლიტიკური პასუხისმგებლობისთვის თავის არიდება და დანარჩენი ოპოზიციის ხარჟზე ყოფნა
არაკონსტრუქციული პოლიტიკის ნიშანია" - წერს ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელში.

პარტიის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში შედის, მაგრამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით მიღებულ დოკუმენტს ხელს არ აწერს.