21-11-2017
დღეს, გორის ცენტრალურ ქუჩაზე, სამი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა.
ამის გამო, სტალინის გამზირზე, მოძრაობა გარკვეული დროით შეფერხდა. ავტოსატრანსპორტო საშუალებები ერთ ზოლში მოძრაობდა.
პირველი მანქანის მძღოლის მიერ მოძრაობის მოულოდნელი შეჩერება ავარიის გამომწვევ მიზეზად სახელდება, რის გამოც, უკან მიმავალმა მანქანებმა დამუხრუჭება ვერ მოასწრეს.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მძღოლებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები გამოუწერეს. მათი აზრით, სამუხრუჭე მანძილზე უნდა ემოძრავათ.
წყარო: საინფორმაციო ცენტრი "შიდა ქართლი"