გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

კახა კუჭავა სებასტიან მოლინეუსს შეხვდა

1-06-2021

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, სებასტიან მოლინეუსს შეხვდა


შეხვედრაზე საუბარი შეეხო მსოფლიო ბანკსა და პარლამენტს შორის ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას და ამ მხრივ ყურადღება სამომავლო გეგმებზე გამახვილდა.


,, სებასტიან მოლინეუსთან დიდი ხნის მეგობრობა და თანამშრომლობა მაკავშირებს. დღეს ჩვენ ვისაუბრეთ მსოფლიო ბანკსა და პარლამენტს შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე და იმ შესაძლებლობებზე, რომელიც ამ მხრივ არსებობს",- განაცხადა კახა კუჭავამ.


შეხვედრაზე აღინიშნა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით საქართველოში განხორციელებული მნიშვნელოვან პროექტები. პარლამენტის თავმჯდომარემ , მოლინეუსს მხარდაჭერისა და აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.