გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

დავით ზალკალიანი: საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელმწიფო ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში მიანიშნებს იმას, თუ რამდენად მნიშველოვანია თურქეთის ხელისუფლებისთვის საქართველოსთან ურთიერთობა

1-06-2021

"ეს გახლავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი სახელმწიფო ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში და ვიზიტის ამ დონემდე აწევა მიანიშნებს იმას, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თურქეთის დღევანდელი ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობას და ჩვენი თანამშრომლობის სტრატეგიულ მნიშვნელობას" - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.



როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, თურქეთში პრემიერ-მინისტრის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, განხილული იქნება ორმხრივი ურთიერთობების ყველა ძირითადი მიმართულება, როგორც სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ასევე თანამშრომლობა რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში.



„ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია, გამომდინარე იქიდან, რომ ეს გახლავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი სახელმწიფო ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში და ვიზიტი ამ დონემდე აწევა მიანიშნებს იმას, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თურქეთის დღევანდელი ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობას და ჩვენი თანამშრომლობის სტრატეგიულ მნიშვნელობას.



განხილული იქნება ორმხრივი ურთიერთობების ყველა ძირითადი მიმართულება, როგორც სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ასევე ჩვენი თანამშრომლობა რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თურქეთი ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია. პანდემიის პერიოდში ჩვენი თანამშრომლობა იყო სამაგალითო და ამჟამადაც, როდესაც იხსნება ქვეყნების ეკონომიკა, მნიშვნელოვანია ასევე ამ მიმართულებით არსებული პოტენციალის კიდევ უფრო ეფექტურად გამოყენება", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.



საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საუბარი შეეხება ასევე რეგიონში არსებულ გეოპოლიტიკურ სიტუაციას.



„საუბარი შეეხება რეგიონში არსებულ გეოპოლიტიკურ სიტუაციას. მოგეხსენებათ, რომ თურქეთთან ერთად, საქართველო სხვადასხვა ფორმატებშია ჩართული, ასევე ვავითარებთ სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებს. სწორედ ახალი გეოპოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, არსებული პროექტების ეფექტურად გამოყენება და სიტუაციასთან თავსებადობა იქნება განხილვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.