გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შიდა ქართლის რეგიონში მხარის ახალი სახელმწიფო რწმუნებული წარადგინა

1-06-2021

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლერი ბარნაბიშვილმა შიდა ქართლის ახალი სახელმწიფო რწმუნებული, ვალერიან მჭედლიძე რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს, შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში წარუდგინა.


შეხვედრაზე რეგიონის ახალმა რწმუნებულმა თვითმმართველობებთან მჭიდრო ურთიერთობების მნიშვნელობასა და ყველა იმ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, რაც შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებისთვის პრიორიტეტულია.


„დღეს წარვადგინეთ ახალი სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლის რეგიონში, ბატონი ვალერიან მჭედლიძე. ბატონი ვალერი არის შიდა ქართლიდან, კონკრეტულად, გორიდან, საკმაოდ კარგად იცნობს რეგიონის პრობლემებს და გამოწვევებს. ამასთანავე, ახალი რწმუნებული მუშაობდა სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციებზე, სახელმწიფო სტრუქტურებში, მათ შორის ინფრასტრუქტურისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებში. მას აქვს საკმაო გამოცდილება იმ უწყებებში მუშაობის, რომელიც დაკავშირებულია რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებასთან. მე დარწმუნებული ვარ, რომ ვალერი იქნება ძალიან ეფექტური მენეჯერი, ეფექტური სახელმწიფო რწმუნებული. ის კარგად შეძლებს კოორდინაციას, ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებასთან და ეფექტურად შეხვდება იმ გამოწვევებს, რომელიც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მიმდინარეობს საქართველოს რეგიონებში", - განაცხადა ლერი ბარნაბიშვილმა.


ვალერიან მჭედლიძემ პრემიერ-მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.


„მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, ასევე საქართველოს მთავრობას, გამოცხადებული ნდობისთვის. მე ვარ წარმოშობით ამ რეგიონიდან და კარგად ვიცნობ რეგიონს. გამოვიყენებ მთელ ჩემს ცოდნას, გამოცდილებას, რათა მეტი გავაკეთოთ ამ რეგიონში - ახალი პროექტები განვახორციელოთ და მივყვეთ იმ გეგმებს, რომელიც მთავრობის მიერ არის დასახული", - განაცხადა ვალერიან მჭედლიძემ.