გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

თბილისის მე-100 საჯარო სკოლაში მასწავლებელთა რიგით მეცხრე კოვიდტესტირება ჩატარდა

2-06-2021

რიგით მეცხრე გაფართოებული ტესტირება ჩატარდა თბილისის მე-100 საჯარო სკოლაში, სადაც ისნის რაიონის საოჯახო მედიცინის ცენტრის ლაბორანტებმა კოვიდინფექციაზე სკოლის 50 წარმომადგენელი შეამოწმეს.

სკოლის დირექტორის განცხადებით, აქამდე ჩატარებული რვა ტესტირების შედეგად ვირუსი არავის გამოვლენია. მისივე თქმით, სკოლის პერსონალის სავალდებულო ტესტირებამ, გატარებულმა კომპლექსურმა პრევენციულმა ღონისძიებებმა შედეგი გამოიღო და სხვა სკოლების მსგავსად, მე-100 სკოლის მოსწავლეები სასწავლო წელს სასკოლო გარემოში დაასრულებენ.

კოვიდინფექციის შიდა გავრცელებისაგან სასკოლო გარემო კვლავ მაქსიმალურად დაცულია – ყველა საჯარო სკოლა უზრუნველყოფილია შესაბამისი სადეზინფექციო საშუალებით, სასკოლო საზოგადოება ზედმიწევნით იცავს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს, ასევე მუდმივ რეჟიმში გრძელდება მასწავლებლების, მანდატურების, ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალის ტესტირება.