გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გურამ მაჭარაშვილი გახარიაზე: ლოგიკასთან ახლოსაა, მისი ნაბიჯები რადიკალური ოპოზიციის მიზნებს ემსახურებოდეს

2-06-2021

"კითხვის ნიშანი რჩება იმასთან დაკავშირებით, რატომ გადადგა პრემიერ-მინისტრი და რატომ სთხოვს საზოგადოებას „გამხადეთ მეორედ პრემიერ-მინისტრი, რომ უფრო კარგად ვიმუშაო“, - ამის შესახებ გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, გიორგი გახარიას დღემდე არ გაუცია არგუმენტირებული პასუხი მისი გადადგომის მიზეზის შესახებ კითხვაზე.

„ჯერ ერთი, რა გარანტია აქვს საზოგადოებას, რომ ისევ არ გაიქცევა თანამდებობიდან? და მეორე, ძირითად კითხვაზე პასუხი - რატომ გადადგა, რა იყო არგუმენტი, მას პასუხი არ გაუცია. აქედან გამომდინარე, ბუნდოვანება, რაც მან თავად შემოიტანა ქართულ პოლიტიკაში თავისი სახით, მეტყველებს იმაზე, რომ ახლოს იყოს ლოგიკასთან, რადიკალური ოპოზიციის მიზნებს ემსახურებოდეს მისი ნაბიჯები“, - მიიჩნევს მაჭარაშვილი.

ანალიტიკოსი მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ სხვადასხვა წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა თავისი რევოლუციური სცენარის შესრულებაში მონაწილეობისთვის მაშინდელ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას რამდენიმე მილიონი შესთავაზა.