29-03-2018
შავ ზღვაზე დაგეგმილი სამხედრო-საზღვაო წვრთნების „ზღვის ვარსკვლავი 2018“-ის ფარგლებში, 30 მარტიდან - 1 აპრილამდე ბათუმის პორტში თურქეთის სამხედრო გემები შემოვლენ. ინფორმაციას საქართველოში თურქეთის საელჩო ავრცელებს.
კერძოდ, ბათუმის პორტში შემოვლენ: TCG ფათიჰი“ და „TCG ვოლკანი“, ხოლო 2 აპრილს, საქართველოს სანაპირო დაცვის ერთეულებთან ერთად ჩატარდება სწავლება PASSEX.
"ბათუმის პორტში ვიზიტი და სწავლება ემსახურება, ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განმტკიცებას", - წერია საელჩოს განცხადებაში.