გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ნიკოლოზ სამხარაძე გახარიაზე: თუ გავრცელებული ინფორმაცია დადასტურდა, ეს არის ღალატი როგორც გუნდისა და საკუთარი პარტიის, ასევე სახელმწიფოს წინაშე

2-06-2021

იმ დღეს როცა გახარია გადადგა ვთქვი, რომ ჩემთვის გაუგებარია რატომ გადადგა ის, როდესაც 3 დღის წინ მარწმუნებდა მე პირადად და ჩემს თანაგუნდელებს იმაში, რომ იმუნიტეტი უნდა მოგვეხსნა, - პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

„შესაბამისად, თუ ის რაც ბატონმა არეშიძემ თქვა არის მართალი და დადასტურდა, მაშინ საქმე გვქონია ჩვეულებრივ მოღალატესთან, მაგრამ მე ბოლომდე არ მინდა დავიჯერო რომ ეს ასეა. მაგრამ თუ ეს დადასტურდა, ეს არის ღალატი როგორც გუნდის, საკუთარი პარტიის, ასევე სახელმწიფოს წინაშე“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ანალიტიკოსი მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ სხვადასხვა წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა თავისი რევოლუციური სცენარის შესრულებაში მონაწილეობისთვის მაშინდელ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას რამდენიმე მილიონი შესთავაზა.