გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

თეა წულუკიანი ევგენი მიქელაძის სახელობის თბილისის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელს ეწვია

2-06-2021

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი აგრძელებს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ ორგანიზაციებთან შეხვედრებს. ამჯერად მინისტრი სსიპ ევგენი მიქელაძის სახელობის თბილისის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელს ეწვია, სასწავლებლის შენობა დაათვალიერა და სასწავლებლის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გამართა.

თეა წულუკიანი ადგილზე გაეცნო სასწავლებლის საქმიანობას და მის წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ მიიღო ინფორმაცია. სასწავლებლის შენობას ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა და ხელმძღვანელობის ძალისხმევით მოსწავლეებს სათანადო პირობები აქვთ შექმნილი, მაგრამ სამუსიკო სასწავლებელს აქვს ინსტრუმენტების დეფიციტი. ასევე, როგორც სახელოვნებო განათლების არაერთ დაწესებულებას, ამ სასწავლებელსაც აწუხებს 2006 წელს განხორციელებული რეფორმით გამოწვეული შედეგები.

მინისტრმა სასწავლებლის ხელშეწყობის მზაობა გამოხატა და აღნიშნა, რომ სამინისტრო, თავისი შესაძლებლობის და რესურსის ფარგლებში მხარდაჭერას აღმოუჩენს სასწავლებელს.

შეხვედრის დასასრულს თეა წულუკიანი მოსწავლეების მიერ გამართულ კონცერტს დაესწრო.

ინფორმაციისთვის, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით 2015 წლიდან დაიწყო სსიპ ევგენი მიქელაძის სახელობის თბილისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელში სარეაბილიტაციო სამუშაოები.

პირველ ეტაპზე განხორციელდა სასწავლებლის მანსარდის, შენობის ეზოს ეტაპობრივი რეაბილიტაცია. 2019 წელს კი განხორციელდა შენობაში სასწავლო ფართების რემონტი. ეზოსაც ჩაუტარდა რეაბილიტაცია მასში ახალი სასწავლო სივრცეების შექმნით.