გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 12 ფაქტი გამოავლინეს

3-06-2021

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 12 ფაქტი გამოავლინეს. 

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებში, პატრულირების დროს, გადამოწმების მიზნით შეჩერებული ავტომანქანების ძარაზე, ჯამში 280 ერთეული სხვადასხვა სიგრძისა და სახეობის დაუფირნიშებელი მორი იყო განთავსებული. 

მძღოლებმა ვერ წარმოადგინეს ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტები. შედგა შესაბამისი ოქმები, ავტომანქანები დაილუქა.