გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

დენის შმიგალი: საქართველოს გაუმარჯოს! ეს არის ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში, უკრაინელი ხალხის სახელით მინდა ქართველ ხალხს ვუსურვო მშვიდობა, კეთილდღეობა და ურთიერთშეთანხმება

3-06-2021

"საქართველოს გაუმარჯოს! ეს არის ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში, უკრაინელი ხალხის სახელით მინდა ქართველ ხალხს ვუსურვო მშვიდობა, კეთილდღეობა და ურთიერთშეთანხმება" - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილს სტუმარ-მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„უპირველეს ყოვლისა მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს კოლეგას, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს ტრადიციული სტუმარ-მასპინძლობისთვის, მეგობრული და კონსტრუქციული ატმოსფეროსთვის, რომლითაც დახვდნენ უკრაინულ დელეგაციას თბილისში. ეს არის ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს დაემთხვა და ეს ორმაგად სასიამოვნოა. უკრაინელი ხალხის სახელით მე მინდა ქართველ ხალხს ვუსურვო მშვიდობა, კეთილდღეობა და ურთიერთშეთანხმება. საქართველოს გაუმარჯოს! ძვირფასო მეგობრებო, აი ამ რთული, გლობალური გამოწვევების პირობებში, რომელიც პირველ რიგში კორონავირუსს უკავშირდება, ჩემი ვიზიტი საქართველოში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ვხედავთ, რომ ჩვენი ურთიერთობა ჩვენს ხალხებს შორის უფრო დიდ იმპულსს იძენს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი ჩვენი ქვეყნების ბიზნესისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის. უკრაინა და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან და ეს არ არის მხოლოდ სიტყვები, ეს დასტურდება კონკრეტული საქმეებით, ფაქტებით და რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორობით. დღევანდელი ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის პირველ რიგში ემყარება უკრაინის და საქართველოს მთავრობების ერთობლივ მიზნებს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის თვალსაზრისით. მე დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირსა და ნატოში ჩვენი ქვეყნების შესვლა მხოლოდ დროის საკითხია. ჩვენი მხრიდან, საქართველოს და უკრაინის მთავრობები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მიაღწიონ ამისთვის საჭირო კრიტერიუმებს",-განაცხადა დენის შმიგალმა.