3-06-2021
ბათუმში მიმდინარე საინვესტიციო პროექტების მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, აჭარის ფინანსთა მინისტრთან და ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელთან ერთად.
მიუხედავად პანდემიისა, არცერთი საინვესტიციო პროექტი არ გაჩერებულა. აღნიშნული ინფრასტრუქტურული და საინვესტიციო პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია, როგორც ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად, ასევე ეკონომიკის გასაძლიერებლად.
თორნიკე რიჟვაძის თქმით მთავრობის პრიორიტეტს მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს უზრუნველყოფა წარმოადგენს.
,,პანდემიის მიუხედავად, მსხვილი კერძო ინვესტიცია არ გაჩერებულა რეგიონში. დარწმუნებული ვარ, პოსტპანდემიური ეკონომიკური აღდგენის მიმდინარეობისას, ამ პროექტების განხორციელება კიდევ უფრო მეტ დინამიკას შეიძენს.
ჩვენი მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს უზრუნველყოფა, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ინვესტორებისთვის" - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.
ბათუმს მალე შეემატება ახალი განთავსების ობიექტები და ისეთი მნიშვნელოვანი გლობალური ბრენდები როგორიცაა Marriot, Holiday Inn, Hilton.
მოახლოებულ ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით მიმდინარეობს მზადება სერვისების, უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფის და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით.
1 ივნისიდან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით გაიხსნა სახმელეთო საზღვრები. შეინიშნება პოზიტიური დინამიკა ტურისტული ნაკადების ზრდასთან დაკავშირებით.