გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ქუთაისის მერიამ, „უფუნქციოდ“ შეფასებული ავტომანქანა, ააიპს გადასცა

29-03-2018

ქუთაისის მერიამ, მის ბალანსზე არსებული GRAND CHEROKEE სერიული ნომრით SAK 005, რომელზეც აცხადებდა, რომ დაზიანებულია და არ ფუნქციონირებდა,  კულტურის ააიპ-ს  გადასცა. მერიის ბალანსზე არსებული კიდევ ერთი ავტომანქანა Mitsubishi pajero კი თხოვების ფორმით, უვადოდ, ააიპ "ქუთგანათებას"  გადაეცა.

ააიპებისთვის მოძრავი ქონების გადაცემა საკრებულოს ოპოზიციამ გააპროტესტა. მათი თქმით, იმ ავტომანქანების ააიპებისთვის გადაცემა, რომლებზეც მერია ამბობდა, რომ დაზიანებულია და არ ფუქნციონირებს, აზრს მოკლებულია.

„ერთადერთი, რაც, ალბათ, ამ ავტომანქანებზე შეიცვლება, სერიული ნომრებია და 041- ად გადაკეთდება“, - განაცხადა საკრებულოს სხდომაზე მერაბ მეშველიანმა.

ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ 23 850 ლარიანი GRAND CHEROKEE-ს ჯიპი,  კვლავ დაზიანებულია  და მის შეკეთებაზე  ააიპი თავად იზრუნებს, ხოლო რაც შეეხება Mitsubishi pajero-ს ის მუშა მდგომარეობაშია. 

სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ლატარიამ განაცხადა, რომ მერიას დაზიანებულ ავტომანქანებთან მიმართებაში გეგმა აქვს და არ გამორიცხავს მათ გაყიდვას, სანაცვლოდ კი ახალი ავტომანქანების ყიდვას.

"ქუთაისიპოსტი"