გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი ღარიბაშვილი: სენატორების ჯინ შაჰინისა და რობ პორტმანის საქართველოში ვიზიტი აშშ-ის ძლიერი მხარდაჭერის სიგნალია

3-06-2021

სენატორების ჯინ შაჰინისა და რობ პორტმანის საქართველოში ვიზიტი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის - ამერიკის შეერთებული შტატების - ძლიერი მხარდაჭერის სიგნალია, - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წერს.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობა, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან დაკავშირებული საკითხები და საქართველოს ეკონომიკის აღდგენა.

"სენატორების ჯინ შაჰინისა და რობ პორტმანის საქართველოში ვიზიტი ატლანტის ოკეანის იქიდან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის - ამერიკის შეერთებული შტატების - ძლიერი მხარდაჭერის სიგნალია. სენატორებთან განვიხილეთ რეგიონში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობა, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან დაკავშირებული საკითხები და საქართველოს ეკონომიკის აღდგენა", - აღნიშნავს მთავრობის მეთაური.