გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ქვემო ქართლის რეგიონში ეკოლოგიური მდგომარეობის შესაფასებლად განმეორებითი კვლევები ჩატარდება

3-06-2021

პარლამენტში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის ხელმძღვანელობით, კომიტეტთან არსებული „ქვემო ქართლის რეგიონში გარემოს დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის" შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფის წევრი ორგანიზაციების (ორგანიზაცია „საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის" და ორგანიზაცია „მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი და სამეცნიერო - კვლევითი პლატფორმები") წარმომადგენლებმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სს „RMG Copper"-ისა და შპს „RMG Gold"-ის წარმომადგენლებმა იმსჯელეს კომპანიის საწარმოო ტერიტორიაზე არსებული გარემოსდაცვითი მდგომარეობის შეფასებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. კერძოდ, რეკულტივაციის, წყლისა და ნიადაგის დაცვის შესახებ. ასევე განიხილეს გარემოსთვის მიყენებული ზიანის აღმოფხვრისა და კომპანიისთვის დაკისრებული ჯარიმების აღსრულების საკითხი. შეხვედრაზე ისაუბრეს მეცხრე მოწვევის პარლამენტში სამუშაო ჯგუფის შეიქმნის შემდეგ დაგეგმილი და განხორციელებული გარემოსდაცვითი ღონისძიებების შესახებ.

კომპანიის მიერ განხორციელებული მიწის რეკულტივაციის მასშტაბებს სანაყაროებზე, ასევე მდინარეების დაბინძურების პრევენციის ღონისძიებებს და ახალ ტექნოლოგიებს, რომლებსაც RMG ნერგავს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართ რეკომენდაციები გაიცა კომპანიის საწარმოო და მომიჯნავე ტერიტორიებზე ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასების და შესწავლის მიზნით განმეორებითი კვლევების ჩატარების თაობაზე.