გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ზუგდიდში ნარკოტიკებით 8 ადამიანი მოიწამლა

4-06-2021

ზუგდიდში ნარკოტიკული ნივთიერებით 8 ადამიანი მოიწამლა.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, ორი მათგანი უმძიმეს მდგომარეობაშია. ისინი უცხო პირებმა ქუჩაში უგონო მდგომარეობაში იპოვეს, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორივე ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

სხვა მოწამლული პირები, კი საავადმყოფოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა მიიყვანეს, მათი მდგომარეობაც მძიმეა.

პაციენტთა ასაკი დაახლოებით 19-დან 20 წლამდეა. ყველა მათგანი სავარაუდო ინფორმაციით ავეჯის საამქროს თანამშრომელია.

ყველა მათგანს მსგავსი სიმპტომები აღენიშნება. რა ნარკოტიკული ნივთიერება მიიღეს ეს ამ დრომე დაუდგენელია.

დეტალების გასარკვევად კლინიკაში სამართალდამცავები იმყოფებოდნენ.